USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Tbilisi
ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილი - გიგი უგულავამ მუშტი მომიქნია და მომარტყა თვალში
Date:  928

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ.აეროპორტის ინციდენტის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ძიუდოისტი ბადრი გავაშელიშვილის ინფორმაციით, 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის აეროპორტში მის მეგობარ დავით პარკაძესთან ერთად მივიდა და ერთ-ერთ კაფეში შესვლის შემდეგ დაინახა როგორ აყენებდნენ უგულავა და პარკაძე სიტყვიერ შეურაცხყოფას ერთმანეთს, რის შემდეგაც დაპირისპირება მოხდა.

“2019 წლის 11 დეკემბერს მე და ჩემი მეგობარი დავით პარკაძე მივემგზავრებოდით უკრაინაში, დაახლოებით 23:00 საათზე მივედით აეროპორტში. მეორე სართულზე ველოდებოდით გაფრენას. რამდენიმე წუთი გვქონდა დრო და ჩემმა მეგობარმა მთხოვა კაფეში შევსულიყავით. შესვლისთანავე შემომესმა შეურაცხმყოფელი ხმაური, დავინახე, რომ გიგი უგულავა და დავით პარკაძე ერთმანეთს შეურაცხყოფას აყენებდნენ, რის შემდეგაც ჩავდექი შუაში, ვერ ვხვდებოდი რატომ აგინებდნენ ერთმანეთს. ამ დროს მუშტი მოიქნია გიგი უგულავამ და მომარტყა თვალში, მე ხელი ვკარი და მოგერიების მიზნით მოვიშორე თავიდან, ცალკე ჩემს მეგობარს ვაშველებდი, რამდენჯერმე ხელი მომიქნიეს და მომარტყეს, ვიჭიდავეთ და წავიქეცით, რა დროსაც მოვიდა პოლიცია და გამოგვიყვანეს”, - აღნიშნა ბადრი გავაშელიშვილმა.

მისივე თქმით, არ აქვს სურვილი, რომ უგულავას ამ საქმის დასრულების შემდეგ რაიმე ზიანი მიადგეს და მის ამნისტირებაზე თანახმაა.

"არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ მას ამ ინციდენტიდან გამომდინარე ზიანი მიადგეს. ჩემი მხრიდან ამნისტიასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზიები არ არის”, - აღნიშნა გავაშელიშვილმა.

ცნობისთვის, შემთხვევა თბილისის აეროპორტში 2019 წლის 11 დეკემბერს მოხდა. გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.

region
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way