USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
Тбилиси
დუმის დეპუტატი ითხოვს, ავიაკომპანია „აზიმუტს“ ლიცენზია შეუჩერდეს, ოკუპირებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ ქვეყნების სიიდან ამოღების გამო
дата:  637

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ზურაბ მაკიევმა განცხადება გაუგზავნა რუსეთის გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს, ავიაკომპანია Azimut-ის ინსპექტირების მოთხოვნით, რაც დაკავშირებულია ავიაკომპანიის ვებგვერდზე ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის სიიდან ამოღების გამო.

„რუსულმა ავიაკომპანიამ Azimut-მა ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას მითითებული ქვეყნების სიიდან ამოიღო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ავიაკომპანიის ტექნიკური მხარდაჭერა სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს სთავაზობს, მიუთითონ თავიანთი ეროვნული პასპორტი, როგორც საქართველოს მოქალაქის ეროვნული პასპორტი. გთხოვთ, შეამოწმოთ Azimuth Airlines-ის შესაბამისობა რუსეთის კანონმდებლობასთან, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის ფედერაციამ აღიარა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების დამოუკიდებლობა 2008 წელს.

ალბათ, შემოსავლების გაზრდის მიზნით, რუსული გადამზიდავი სახელმწიფო საგარეო პოლიტიკის საბოტაჟს ახორციელებს. ამ სიტუაციას შეიძლება ჰქონდეს უკიდურესად უარყოფითი შედეგები, რადგან მსგავსი პრეცედენტის არსებობის პირობებში, ხვალ, კომერციული სარგებლის შემთხვევაში, ისინი ყირიმის რესპუბლიკას, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებს, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებს გამორიცხავენ რუსეთის ფედერაციისგან“ , - ნათქვამია მიმართვაში.

მაკიევმა კიდევ ერთი წერილი რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელს ალექსანდრე ნერადკოსაც გაუგზავნა.

„თუ ეს ინფორმაცია დადასტურდება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეაჩეროთ Azimut Airlines-ის საჰაერო გადაზიდვის ლიცენზია“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ცნობისთვის, ზურაბ მაკიევი თბილისში დაიბადა. ის წარმოადგენს პარტია „ერთიან რუსეთს“ და ჩრდილოეთ ოსეთ-ალანიის რესპუბლიკას სახელმწიფო სათათბიროში.

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати