“დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციას „დროას“ ერთ-ერთი წევრი თამთა გოგოლაძე ავრცელებს.
როგორც გოგოლაძე აღნიშნავს, ხოშტარია თელავის პოლიციასთან აიყვანეს.
ხოშტარია სასტუმრო „ყვარლის ტბასთან“ მიმდინარე აქციაზე დაკავებულებთან ადვოკატის შეშვებას ითხოვდა, რა დროსაც მისი დაკავება მოხდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.