USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
Tbilisi
დროა, ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა ლიდერობა გამოიჩინონ და უზრუნველყონ პარლამენტის წარმომადგენლობითობა — ბორელი
Date:  867

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეფ ბორელი იმედოვნებს, რომ “ქართული ოცნების”  შეთავაზება კომპრომისის მიღწევას შესაძლებელს გახდის. ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

როგორც ბორელმა თქვა, ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე შეკრებილმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოში არსებული ვითარებაც განიხილეს.

“დროა, ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა გამოიჩინონ ლიდერობა და უზრუნველყონ პარლამენტის წარმომადგენლობითობა. ვიმედოვნებთ, რომ “ქართული ოცნების” ბოლო შეთავაზება კარს გაუღებს კომპრომისს და საშუალებას მისცემს პარლამენტს, წინ წაწიოს  ძალიან საჭირო სასამართლო და საარჩევნო რეფორმა და გაუმკლავდეს სოციალურ და ეკონომიკური გამოწვევებს”, — განაცხადა ბორელმა.

“ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის უცხოელი დიპლომატების შუამავლობით შეხვედრები მას შემდეგ დაიწყო, რაც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და ბარიერგადალახული პარტიები საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ.

მესამე რაუნდს წინ უძღოდა ელჩებთან ინდივიდუალური შეხვედრები. პარასკევს, 4 დეკემბერს, ოპოზიციამ ელჩების შუამავლობით “ქართულ ოცნებას” ოთხპუნქტიანი წინანადადება გაუგზავნა, რომელიც “ფორმულას” ინფორმაციით, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ პლებისციტს, საარჩევნო სისტემის რეფორმას (მათ შორის 5%-იანი ბარიერის დაწევას) და ცესკოს ახლანდელი შემადგენლობის დათხოვნას შეეხებოდა.

გუშინ, 7 დეკემებერს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა. ოპოზიციის ლიდერების თქმით, დიალოგი გაგრძელდება და მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი, სავარაუდოდ, ხვალ, 8 დეკემბერს გაიმართება.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way