USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
დონბასისთვის ბრძოლაში რუსეთმა დაახლოებით 15 ათასი სამხედრო დაკარგა, 45 ათასი კი დაშავდა და ეს ყველაფერი მოხდა უმნიშვნელო წინსვლისთვის
дата:  421

დონბასისთვის ბრძოლაში რუსეთმა დაახლოებით 15 ათასი სამხედრო დაკარგა, 45 ათასი კი დაშავდა და ყველაფერი ეს მოხდა ძალიან უმნიშვნელო წინსვლისთვის - 10-დან 15 კილომეტრამდე, - ამის შესახებ აშშ-ის დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორმა უილიამ ბერნსმა განაცხადა.

ბერნსმა ასევე აღნიშნა, რომ პუტინი ყველაფერში შეცდა - იმაში, რომ 190 ათას სამხედროს შეეძლო 47 მილიონი უკრაინელის დაპყრობა, ასევე შეცდა აშშ-ისა და მოკავშირეების ძალის შეფასებაში.

„პუტინის შეხედულება ამერიკელებზე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს ყურადღების დეფიციტის სინდრომი და რომ ყურადღებას რამე სხვაზე გადავიტანთ. ჩემი მყარი მოსაზრება მდგომარეობს იმაში, რომ პუტინი შეცდა მის ვარაუდებში ალიანსის გახლეჩასთან და და უკრაინელების ნების გატეხასთან დაკავშირებით ომის დაწყებამდე და ვფიქრობ ის ახლაც ცდება“,- განაცხადა ბერნსმა.

მისივე თქმით, უკრაინელებს უნდა ჰქონდეთ წინააღმდეგობის გაწევის გაგრძელების შესაძლებლობა იქამდე, ვიდრე აშშ აგრძელებს მათ მხარდაჭერას იარაღით და საბრძოლო მასალით.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати