USD 2.6998
EUR 3.1032
RUB 3.3315
თბილისი
დონალდ ტუსკმა EPP-ის კონგრესზე მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა
თარიღი:  759

ევროპული საბჭოს ყოფილმა და „ევროპის სახალხო პარტიის (EPP)“ მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში გამართულ EPP -ის კონგრესზე პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა.

„ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მიუხედავად იმისა, თუ სად ვიმყოფები და რა ტკივილებს განვიცდი სხეულში, ვგრძნობ „ევროპის სახალხო პარტიის (EPP)“ ოჯახის ძალას, ჩემი პოლიტიკური ოჯახის. ყოველთვის, ყველაზე ბნელ საათებში, ჩვენი ღირებულებები და ჩვენი ლიდერები აჩვენებენ გზას ნათელი მომავლისკენ. დღეს ეს პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. უკრაინას სჭირდებით. საქართველოს სჭირდებით. ევროპა თქვენ გარეშე არაფერია.

მთელი ჩემი ცხოვრება ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლას მივუძღვენი, რომელსაც პუტინი და ივანიშვილი განასახიერებენ, რომელიც ძირს უთხრის ჩვენი ევროპული საზოგადოების საფუძველს – თავისუფლებას, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. არ შევშინდეთ, ვიბრძოლოთ ერთად, გაერთიანებულებმა. ისტორიამ გვასწავლა, რომ ჩვენი კოლექტიური უარის თქმის ფასი მკვეთრად ძვირია.

გული მწყდება ათასობით უკრაინელზე, ჩემს მეგობრებზე, რომლებიც იარაღით სწირავენ სიცოცხლეს ევროპული ოცნების სახელით. თუ უკრაინა დაეცემა, მას ბევრი სხვა მიჰყვება, ჩემი საყვარელი საქართველოთი დაწყებული. ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ეს მოხდეს. ძალას ვეძებ, გადავლახო ჩემი ტანჯვის დღეები, ვფიქრობ ჩემი ძვირფასი მეგობრის ვილფრიდ მარტენსის მემკვიდრეობაზე, რომელმაც „ევროპის სახალხო პარტიაში“ მიმიღო, მაშინ, როდესაც რუსები უკვე ემუქრებოდნენ საქართველოს. მახსოვს თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელსაც ჩემი ძველი მეგობარი დონალდ ტუსკი ხელმძღვანელობდა. სანამ ჩემი ჯანმრთელობა ამის საშუალებას მომცემს, არ დავნებდები, მაშინაც კი თუ ეს უკანასკნელი ფასის გადახდას ნიშნავს. როგორც ჟან მონემ თქვა, „მე არ ვარ პესიმისტი, მე არ ვარ ოპტიმისტი, მე უდრეკი ვარ“. თავისუფლება გაიმარჯვებს და დიდ ახალ ეპოქას გაუხსნის გზას“, - აღნიშნულია მიხეილ სააკაშვილის „ევროპის სახალხო პარტიის“ კონგრესისადმი გაგზავნილ მიმართვაში, რომელიც პარტიის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა წაიკითხა.

როტერდამში, კონგრესი მიმდინარეობს, დარბაზში პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის განკუთვნილი ცარიელი მაგიდა და სკამი იდგა, სადაც „მიხეილ სააკაშვილი“ ეწერა.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის