USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
დონალდ ტუსკი - პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვრის გასამაგრებლად 2,3 მილიარდ ევროზე მეტს დახარჯავს
Date:  469

პოლონეთი აღმოსავლეთ საზღვრის გასამაგრებლად 2,3 მილიარდ ევროზე მეტს დახარჯავს, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და, უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთ საზღვრის დასაცავად 10 მილიარდი ზლოტის ოდენობის ინვესტიცია განვახორციელოთ“, - განაცხადა დონალდ ტუსკმა.

დონალდ ტუსკმა პროექტს „აღმოსავლეთის ფარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

„რუსეთთან და ბელარუსთან 400 კილომეტრის სიგრძის საზღვრის გამაგრება შეკავების ელემენტი, ჩვენს საზღვრებზე ომის უკან დახევის სტრატეგია გახდება“, - აღნიშნა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way