„უოლ სთრით ჯოურნალის“ სტატიაში, სათაურით „Trump Told Advisers He Wants to Visit China as President“, განხილულია არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სურვილი, ინაუგურაციის შემდეგ ჩინეთში ვიზიტი განახორციელოს, რათა გააძლიეროს ურთიერთობები პრეზიდენტ სი ძინპინთან. სტატიის თანახმად, ტრამპმა მრჩევლებს აცნობა, რომ სურს ჩინეთში გამგზავრება პრეზიდენტობის პირველ 100 დღეში.
ამასთან, ტრამპმა და სი ძინპინმა ტელეფონით ისაუბრეს, სადაც განიხილეს სავაჭრო საკითხები, ფენტანილი და სხვა თემები, და შეთანხმდნენ სტრატეგიული საკომუნიკაციო არხის შექმნაზე.
აღსანიშნავია, რომ ტრამპმა სი ძინპინი ინაუგურაციაზე მიიწვია, თუმცა ჩინეთის ლიდერი მის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტ ჰან ჯენგს აგზავნის. პეკინი დაინტერესებულია მოლაპარაკებებით ეკონომიკური ზეწოლის შესამცირებლად, რაც ტრამპის მიერ შემოთავაზებული ჩინურ იმპორტზე ტარიფების გაზრდის ფონზე ხდება.
ასევე, ტრამპი გეგმავს ინდოეთში ვიზიტსაც. ამასთან, აშშ-სა და ჩინეთს შორის ურთიერთობები დაძაბულია პოტენციური ახალი ტარიფების, ფენტანილის წარმოებისა და ტაივანის საკითხის გამო.
ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.
როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.