USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ნობელის პრემიას იმსახურებს
Date:  1161

აშშ-ს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ნობელის პრემიის მფლობელი გახდება. ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ შევაჩერეთ კოსოვოსა და სერბეთს შორის დაპირისპირება და მასობრივი მკვლელობები. ისინი ერთმანეთს მრავალი წლის განმავლობაში ხოცავდნენ და ახლა - აღარ. ვფიქრობ, ამისთვის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გვეკუთვნის. მე ორჯერ წარმადგინეს ნობელის პრემიაზე და ამას ვერანაირი ფეიკ-ნიუსი ვერ გადაფარავს,“ - აღნიშნა ტრამპმა.

კოსოვომ და სერბეთმა ეკონომიკური ურთიერთობის აღდგენაზე შეთანხმებას ხელი ვაშინგტონის შუამავლობით მოაწერეს. ამის შემდეგ ტრამპი ნობელის პრემიაზე შვედმა პარლამენტარმა მაგნუს იაკობსონმა წარადგინა. მანამდე ტრამპი მშვიდობის პრემიის ნომინანტად ისრაელსა და არაბულ ქვეყნებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში შეტანილი წვლილისთვის ნორვეგიელმა დეპუტატმა დაასახელა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way