დონალდ ტრამპმა უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების განხორციელების უფლება მისცა - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებას ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც უჭერენ მხარს.
"ვფიქრობ, რომ მისი ნათქვამის, ასევე ვიცე-პრეზიდენტ ვენსის და მდივან რუბიოს ნათქვამის წაკითხვის შემდეგ, პასუხია კი, გამოიყენეთ შესაძლებლობა შორი დისტანციის დარტყმების განსახორციელებლად“ | თქვა კელოგმა.
კელოგმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპთან შეხვედრაზე კიევისთვის Tomahawk-ის რაკეტების გადაცემა მოითხოვა, რომელთა დაფარვის რადიუსი 2500 კმ-მდეა. კელოგის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.