USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Тбилиси
დონალდ ტრამპმა Huawei-სთან თანამშრომლობაზე აკრძალვა 1 წლით გაახანგრძლივა
дата:  503

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელი ფირმებისთვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროების მქონე კომპანიების ტელეკომუნიკაციური აღჭურვილობის გამოყენებაზე დაწესებული აკრძალვა 2021 წლის მაისამდე გააგრძელა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტში კომპანიების სახელწოდებები ნახსენები არ არის, თუმცა ფაქტობრივად საუბარი Huawei-სა და ZTE-ზეა.

აშშ-ში იმ ფირმებთან თანამშრომლობის აკრძალვა, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ ძალაში 2019 წლის მაისიდანაა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სპეცსამსახურებმა განაცხადებს, რომ ჩინეთის მთავრობას, რომელსაც Huawei-სთან აქვს კავშირი, 5G აღჭურვილობის მეშვეობით ამერიკის ტელეკომუნიკაციურ ქსელებზე შეუძლია თვალთვალი.

The Verge-ი აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად ამერიკულმა ფირმებმა Huawei-სთან თანამშრომლობა სრულად არ შეწყვიტეს. ჩინურ კომპანიას Google-თან მუშაობა შეუძლია, ამასთან მას აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს გაცემული რამდენიმე ლიცენზია აქვს, თუმცა მათი ვადა 15 მაისს იწურება.

გასული წლის აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა 15 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ.
Тбилиси
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати