აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელი ფირმებისთვის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საშიშროების მქონე კომპანიების ტელეკომუნიკაციური აღჭურვილობის გამოყენებაზე დაწესებული აკრძალვა 2021 წლის მაისამდე გააგრძელა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, დოკუმენტში კომპანიების სახელწოდებები ნახსენები არ არის, თუმცა ფაქტობრივად საუბარი Huawei-სა და ZTE-ზეა.
აშშ-ში იმ ფირმებთან თანამშრომლობის აკრძალვა, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საშიშროებას წარმოადგენენ ძალაში 2019 წლის მაისიდანაა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სპეცსამსახურებმა განაცხადებს, რომ ჩინეთის მთავრობას, რომელსაც Huawei-სთან აქვს კავშირი, 5G აღჭურვილობის მეშვეობით ამერიკის ტელეკომუნიკაციურ ქსელებზე შეუძლია თვალთვალი.
The Verge-ი აღნიშნავს, რომ ამის მიუხედავად ამერიკულმა ფირმებმა Huawei-სთან თანამშრომლობა სრულად არ შეწყვიტეს. ჩინურ კომპანიას Google-თან მუშაობა შეუძლია, ამასთან მას აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს გაცემული რამდენიმე ლიცენზია აქვს, თუმცა მათი ვადა 15 მაისს იწურება.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.