დონალდ ტრამპმა მიიღო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიწვევა, შეხვდეს მას თეთრ სახლში ძალაუფლების გადაბარებასთან პროცესთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, - ინფორმაცია დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით ვრცელდება.
თარიღი, ჯერჯერობით, გამოცხადებული არ არის, მაგრამ დონალდ ტრამპის კამპანიის სპიკერმა, სტივენ ჩუნგმა განაცხადა, რომ შეხვედრა მალე გაიმართება. ამასთან, მისი თქმით, ტრამპმა ძალიან დააფასა ჯო ბაიდენის მხრიდან მილოცვა.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია.
2025 წელს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ დატვირთვა გაიზარდა და როგორც კომპანიაში აცხადებენ, რომ გასულ წელს ნავსადგურმა რეკორდული რაოდენობის საკონტეინერო ტვირთი დაამუშავა.
კომპანიის გავრცელებული ინფორმაციით, 2025 წლის 12 თვეში „ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 636 466 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც 2024 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 17%-ით მაღალი მაჩვენებელია. 2024 წლის 12 თვეში 545297 TEU კონტეინერი დამუშავდა, ხოლო 2023-ში 592 589 TEU კონტეინერი.
"ამ რაოდენობის ტვირთი ფოთის საზღვაო ნავსადგურს აქამდე არ დაუმუშავებია", - ნათქვამია APM Terminals-ის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, 2025 წელს საკონტეინერო გემების მიღებაც 16%-ით გაიზარდა.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ გასულ წელს 362 საკონტეინერო გემი მიიღო, 2024 წელს - 313, ხოლო 2023 წელს 330.
რაც შეეხება გენერალურ ტვირთს, კომპანიის მიერ 2025 წელს 243 048 ტონა ტვირთი დამუშავდა, რაც 1%-ით დაბალი მაჩვენებელია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. 2024 წელს ეს რაოდენობა 245 748 ტონას შეადგენდა, 2023-ში 302763.
საბორნე გზით მიღებული ტვირთი 2024 წელთან შედარებით მომატებულია. 2025 წელს 164 631 ტონა ტვირთი შემოვიდა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში 157 894 ტონა, 2023 წელს 96 434 ტონა 2025 წელს, კომპანიის მიერ დამუშავდა 18 871 მანქანიანი კონტეინერი, ხოლო 2024-ში - 18509 მანქანიანი კონტეინერი.
ჯამში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მიერ 2025-ში დამუშავდა 73 864 ავტომობილი, ხოლო 2024-ში - 73783 ავტომობილი.
წყარო:https://bm.ge/