USD 2.6191
EUR 3.0214
RUB 3.1846
თბილისი
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში შეხვედრაზე ჯო ბაიდენის მიწვევა მიიღო
თარიღი:  605

დონალდ ტრამპმა მიიღო პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიწვევა, შეხვდეს მას თეთრ სახლში ძალაუფლების გადაბარებასთან პროცესთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად, - ინფორმაცია დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბზე დაყრდნობით ვრცელდება.

თარიღი, ჯერჯერობით, გამოცხადებული არ არის, მაგრამ დონალდ ტრამპის კამპანიის სპიკერმა, სტივენ ჩუნგმა განაცხადა, რომ შეხვედრა მალე გაიმართება. ამასთან, მისი თქმით, ტრამპმა ძალიან დააფასა ჯო ბაიდენის მხრიდან მილოცვა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და თეთრ სახლში მიიწვია.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის