დონალდ ტრამპმა სუვერენული სიმდიდრის ფონდის შექმნის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სუვერენული სიმდიდრის ფონდის შექმნა აშშ-ის სახაზინო და სავაჭრო დეპარტამენტებს დაავალა.
„ჩვენ უზარმაზარი პოტენციალი გვაქვს“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.
ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაძლოა ფონდის TikTok-ის შესაძენად გამოყენება მოხდეს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.