USD 2.6198
EUR 3.0274
RUB 3.1687
Tbilisi
დონალდ ტრამპმა სიხარული გამოხატა კიმ ჩენ ინის გამოჩენასთან დაკავშირებით
Date:  1097

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის საჯარო გამოჩენას გამოეხმაურა. 

"მე, ჩემი მხრივ, მიხარია, რომ დაბრუნდა და კარგადაა", - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა ტვიტერზე და გააზიარა ფოტოები, სადაც ჩრდილო კორეის უზენაესი ლიდერის საჯარო გამოჩენაა აღბეჭდილი.

2 მაისს ერთ-ერთმა ჩრდილო კორეულმა მედია საშუალებამ გავრცელდა ვიდეო, სადაც კიმ ჩენ ინი ესწრება ქარხნის ოფიციალურ გასხნას და წითელ ლენტასაც ჭრის. გავრცელებული ხმების საწინააღმდეგოდ, ვიდეოზე ახალგაზრდა ლიდერი ჯანმრთელად და მხნედ გამოიყურება. 

შეგახსენებთ, რომ აპრილის დასაწყისში გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, მსოფლიო მედიაში ვრცელდებოდა ხმები კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შესახებ, რასაც მისმა  საჯარო სივრციდან გაუჩინარებამაც შეუწყო ხელი. 

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way