ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა გამოუშვა. ამის თაობაზე მან სოციალურ ქსელში დაწერა. მედიის ცნობით, გამოშვებიდან პირველ საათებში მემკოინ $TRUMP-ის კაპიტალიზაციამ 3 მილიარდ დოლარს მიაღწია.
პროექტის ვებგვერდი შეიცავს ტრამპის ცნობილ ფრაზას „იბრძოლე, იბრძოლე, იბრძოლე”, რომელიც მან 2024 წლის ზაფხულში თქვა, როდესაც მისი მოკვლა სცადეს.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.