დონალდ ტრამპმა ამერიკულ პორტებში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ან რუსეთის ფედერაციასთან სხვაგვარად დაკავშირებული გემების მიღების აკრძალვა ერთი წლით გაახანგრძლივა, - ამის შესახებ აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნებულ განკარგულებაშია აღნიშნული.
დოკუმენტში, რომელსაც ხელი 2025 წლის 15 აპრილს მოეწერა, აღნიშნულია, რომ რუსეთის მთავრობის პოლიტიკა და ქმედებები კვლავ საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.
აკრძალვა პირველად აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2022 წლის აპრილში შემოიღო.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.