USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
Тбилиси
დონალდ ტრამპმა ნიღაბი პირველად გაიკეთა. ნიღაბის ტარება ძალიან კარგია განაცხადა მან
дата:  1171

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, საჯაროდ ნიღბის ტარებას თავს არიდებდა, „ტრადიცია“ სამხედრო სამედიცინო დაწესებულებაში დაჭრილი ჯარისკაცების მონახულებისა და პირველადი ჯანდაცვის მუშაკებთან შეხვედრაზე დაარღვია. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

დონალდ ტრამპი მანამდე უარს ამბობდა საჯაროდ ნიღბის ტარებაზე და აღნიშნავდა, რომ ეს პირადი არჩევანი იყო. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი ასევე აცხადებდა, რომ გადაწყვეტილებას შეცვლიდა, თუ ხალხით სავსე ადგილას მოხვდებოდა და დისტანციის დაცვას ვეღარ შეძლებდა.

„ვფიქრობ, როდესაც ჰოსპიტალში ხარ, განსაკუთრებით ისეთ გარემოში, სადაც ბევრი სამხედროა და ხალხმა სულ ახლახან დატოვა საოპერაციო მაგიდა, ნიღბის ტარება ძალიან კარგია“, - განუცხადა ჟურნალისტებს დონალდ ტრამპმა.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати