USD 2.7066
EUR 3.1277
RUB 3.2896
Тбилиси
დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებებს არ გამართავს
дата:  1309

დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე უკრაინის ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკებებს არ გამართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ევროპელი დიპლომატების ცნობით, გუშინ, ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ალასკაზე, ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ შეხვედრაზე უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას მოითხოვს.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიების შესახებ მოლაპარაკება მის საქმეს არ წარმოადგენს.

დიპლომატებმა გამოცემას განუცხადეს, რომ სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და ევროპელ ლიდერებთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ ალასკაზე შეხვედრის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმება, მაშინ ამას „მძიმე შედეგები მოჰყვება“.

мир
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати