USD 2.7290
EUR 3.1261
RUB 3.3817
თბილისი
დონალდ ტრამპმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით
თარიღი:  963

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, იყრის თუ არა კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამის შესახებ მან Fox News-ის ჟურნალისტთან, შონ ჰენითისთან საუბარში განაცხადა.

„საქმე ის კი არაა, რომ მე ეს მსურს. ეს ქვეყანას სჭირდება. ჩვენ ამ ქვეყანაზე უნდა ვიზრუნოთ“, - განაცხადა თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა.

მანამდე ტრამპმს საჯაროდ არასდროს უთქვამს, აპირებს თუ არა 2024 წელს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას. გამოცემა Politico-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თანახმად, „რესპუბლიკური პარტიის“ ამომრჩეველთა უმრავლესობა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის კანდიდატურას მხარს უჭერს.

მსოფლიო
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის