USD 2.6760
EUR 2.8713
RUB 2.9096
Tbilisi
დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის გადასაწყვეტად
Date:  628

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად, „ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმა“ წარადგინა.

ტრამპის ინიციატივა ითვალისწინებს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, რომლის დედაქალაქი აღმოსავლეთ იერუსალიმში მდებარე აბუ-დისი იქნება, სადაც აშშ თავის საელჩოს გახსნის.

ამასთან, გეგმა იერუსალიმს ისრაელის განუყოფელ დედაქალაქად აღიარებს და მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების სუვერენტიტს უჭერს მხარს.

ტრამპის მიერ შეთავაზებული სამშვიდობო გეგმა მოიცავს კონცეპტუალურ რუკას, რომელზეც,აღნიშნულია ტერიტორია, რომლის დათმობასაც ისრაელი გეგმავს. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუკის მიხდევით, პალესტინის ტერიტორია ორმაგდება.

ტრამპი პალესტინელებს ოთხწლიან ვადას უწესებს, რა დროსაც ისინი ისრაელთან უსაფრთხოების საკითხებზე უნდა შეთანხდნენ, ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ მიერ თავდასხმების განხორციელება უნდა შეაჩერონ და პალესტინის სახელწიფოს ჩამოყალიბების მიზნით მმართველი ინსტიტუტები შექმნან.

აშშ-ის პრეზიდენტის ინფორმაციით, მან პალესტინის ლიდერს მაჰმუდ აბასს წერილი გაუგზავნა და სთხოვა, გეგმა შეესწავლა.

„მე მას ავუხსენი, რომ მისი ახალი სახელმწიფოსთვის გამოყოფილი ტერიტორია ოთხი წლის განმავლობაში ღია და ხელშეუხები დარჩება. ამ დროის მანძილზე პალესტინელებს შეუძლიათ, მთელის სიფრთხილით შეისწავლონ გარიგების პირობები, მოელაპარაკონ ისრაელს, მიაღწიონ სახელმწიფოებრიობისთვის საჭირო კრიტერიუმებს და გახდნენ მართლაც დამოუკიდებელი და საუცხოო სახელმწიფო,“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი და მოძრაობა „ჰამასის“ პოლიტბიუროს ხელმძღვანელი ისმაილ ჰანია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებულ „საუკუნის შეთანხმებას“ მხარს არ დაუჭერენ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Anadolu ავრცელებს

მას შემდეგ რაც ტრამპმა და ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ისრაელი-პალესტინის კონფლიქტის დარეგულირების გეგმა წარადგინეს, აბასმა და ჰანიამ სატელეფონო საუბარი გამართეს და შეთანხმდნენ, რომ ტრამპის ინიციატივას ყველა დონეზე მაქსიმალურ წინააღმდეგობას გაუწევენ.

„ჩვენი პოზიცია უცვლელია: არ ვიზიარებთ ე.წ. საუკუნის შეთანხმებას და ყველა მიმართულებით მის რეალიზებას შევეწინააღმდეგებით“, - განაცხადა მაჰმუდ აბასმა.

რაც შეეხება „ჰამასს“, მოძრაობის ოფიციალური წარმომადგენლის, სამი აბუ ზუჰრის განცხადებით, დონალდ ტრამპის გეგმა იმაზე უფრო ნაკლები ღირს, ვიდრე ის მელანი, რომლითაც ისაა დაწერილი.

sport
საქართველოს ძიუდოისტთა შერეული ნაკრები ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე კონტინენტის პირველობის დასკვნით დღეს შერეული გუნდური ჩემპიონატი მოეწყო. საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეული ნაკრები - ლაშა ბექაურის, გურამ თუშიშვილის, ლაშა შავდათუაშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, სოფიო სომხიშვილისა და მარიამ ჭანტურია შემადგენლობით - ფინალში საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა, შეხვედრა ანგარიშით 0 : 4 დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ფინალამდე ქართველმა ძიუდოისტებმა იტალიას ანგარიშით 4:3, ხოლო ხორვატიას ანგარიშით 4:1 სძლიეს.
ევროპის ჩემპიონატის გუნდურ ტურნირს საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე იოსებ ბაღათურია, ხორვატიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზაზა გოგსაძე და საქართველოს ძიუდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი ათაბეგაშვილი ესწრებიან.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ვაჟა მარგველაშვილმა და ტატო გრიგალაშვილმა, ვერცხლი ილია სულამანიძემ და გურამ თუშიშვილმა, ბრინჯაო კი ეთერ ლიპარტელიანმა, ლაშა ბექაურმა და ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვეს.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way