USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
დონალდ ტრამპის პირველი გზავნილები პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შემდეგ
дата:  280

28 თებერვალს დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდა საჯაროდ ფლორიდის შტატის ქალაქ ორლანდოში გამართულ პარტიულ კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდა ასობით გულმხურვალე და მტკიცე რესპუბლიკელი ქვეყნის ყველა კუთხიდან.

კონფერენციის მონაწილეებს მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა, რომლისთვისაც ეს პირველი სიტყვით გამოსვლა იყო საპრეზიდენტო უფლებამოსილების გადაბარების შემდეგ.

„მე დღეს ვდგავარ თქვენს წინაშე, რათა გაუწყოთ, რომ ის უჩვეულო მოგზაურობა, რომელიც ერთად დავიწყეთ 4 წლის წინ, გრძელდება“. ექს-პრეზიდენტმა აღუთქვა მომხრეებს, რომ „მათთან ერთად, მათ მხარდამხარ“ გააგრძელებს ბრძოლას ამერიკის უკეთესი მომავლისათვის.

მან დაადანაშაულა დემოკრატიული პარტია და, როგორც თვითონ უწოდებს, „ფეიკ მედიასაშუალებები“ რესპუბლიკელების წინააღმდეგ ბრძოლის გაჩაღებაში. სახელმწიფოს ექს-მეთაურმა მწვავედ გააკრიტიკა მოქმედი პრეზიდენტი: „მისი მმართველობის პირველი თვე იყო ყველაზე კატასტროფული თანამედროვე ამერიკის ისტორიაში, რადგან მან საქმით აჩვენა, რომ იგი გამოდის სამუშაო ადგილების წინააღმდეგ, ოჯახის წინააღმდეგ, სახელმწიფო საზღვრების წინააღმდეგ, ენერგეტიკის წინააღმდეგ, მეცნიერებისა და ქალების წინააღმდეგ“.

პოლიტიკური სლოგანი „ამერიკა პირველ ადგილზე“, მან ჩაანაცვლა სლოგანით „ამერიკა ბოლო ადგილზე“. ტრამპმა კრიტიკულად შეაფასა ამერიკის საგარეო პოლიტიკის ახალი კურსი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის სრულფასოვან ჩართულობას საერთაშორისო პრობლემების მოგვარების საქმეში და განაცხადა, რომ ქვეყანამ თავს ამის უფლება არ უნდა მისცეს.

მან დემოკრატები „ჩინეთის მარიონეტებად“ მოიხსენია. ექს-პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის მმართველობისას ამერიკამ უკვე დაკარგა ენერგეტიკული ზესახელმწიფოს სტატუსი, რომელსაც მისი პრეზიდენტობისას მიაღწია. ის, რომ ამერიკა იქცა ენერგეტიკულ სუპერსახელმწიფოდ და დომინირებდა საუდის არაბეთთან და რუსეთთან მიმართებითაც კი, იყო მისი დამსახურება.

„“ჩვენ ახლა უკვე რუსეთსა და ახლო აღმოსავლეთზე დამოკიდებულნი გავხდებით“-იწინასწარმეტყველა ტრამპმა.

„რადიკალი დემოკრატების მმართველობამ ის მოიტანა, რომ საწვავი მესამედით გაძვირდა-განაცხადა მან, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია არ ადგენს საწვავის ფასს.

მან გამორიცხა ახალი პარტიის შექმნის შესაძლებლობა: „ჩვენ არ დავიწყებთ ახალი პარტიის შექმნას...ჩვენ გვაქვს რესპუბლიკური პარტია“, რომელიც, მისი აზრით, მომავალ არჩევნებზე წარსდგება „ისეთი ერთიანი, როგორც არასდროს“.

ტრამპმა მწვავედ გააკრიტიკა ახალი ადმინისტრაციის საემიგრაციო პოლიტიკა. მისი აზრით ახალი ხელისუფლების პოლიტიკა გზას უხსნის კრიმინალური წარსულის მქონე ემიგრანტებს ამერიკაში დასამკვიდრებლად. ტრამპმა ასევე გააკრიტიკა ამერიკის დაბრუნება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში.

ბრალი დასდო ბაიდენის ადმინისტრაციას ირანისათვის სანქციების მოხსნაში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება და განაცხადა, რომ სამართლიანი არჩევნების შემთხვევაში, მისი პრეზიდენტობის მეორე ვადის პირველსავე კვირას იგი მიაღწევდა შეთანხმებას თეირანთან.

სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მზადყოფნა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და გამოთქვა თამამი ვარაუდი, რომ დემოკრატები აუცილებლად წააგებენ ამ არჩევნებს, ხოლო ის კიდევ ერთელ და უკვე მესამედ გაიმარჯვებს. მან ყურადღება გაამახვილა საარჩევნო რეფორმის აუცილებლობაზე: „ეს არჩევნები იყო ფალსიფიცირებული. უმაღლესმა სასამართლომ და სხვა სასამართლოებმა არაფერი არ მოიმოქმედეს ამის წინააღმდეგ... ჩვენ გვჭირდება საარჩევნო რეფორმა... მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს“.

საარჩევნო რეფორმის გასატარებელ გადაუდებელ ღონისძიებებად მან დაასახელა კენჭისყრის დღის დადგენა, არჩევნების შედეგების რეგისტრაციის ნორმისა და ამომრჩეველთა პირადობის დადგენის სტანდარტების გამკაცრება.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати