USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი 2021 წლის ბიუჯეტი საქართველოსთვის 132 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს
Date:  1130

დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტი საქართველოსთვის დახმარების სახით 132 025 000 დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

„წინამდებარე კანონის ფარგლებში გამოყოფილი სახსრებიდან 132 025 000 დოლარი გაიცემა საქართველოს დასახმარებლად იმ პირობით, რომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სახელმწიფო მდივანი ასიგნების კომიტეტებს ანგარიშს წარუდგენს საქართველოში კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების შესახებ“, - ნათქვამია აშშ-ის 2021 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტში.

კანონში ასევე აღნიშნულია, რომ აშშ-ის 2021 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები არ შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობის დასახმარებლად, რომელმაც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.

„ამ კანონით გათვალისწინებული არცერთი თანხა არ შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია კანონში.

გარდა ამისა, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის მდივანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ამერიკელ აღმასრულებელ დირექტორებს დაავალებს, წინააღმდეგობა გაუწიონ აღნიშნული დაწესებულებების ნებისმიერ პროგრამას, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way