აშშ-ის გაზეთ Hill-ში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ნიკი ჰეილი: შეამოწმეთ 75 წლის ასაკს გადაცილებულ პოლიტიკოსთა კომპეტენციები და გონებრივი შესაძლებლობები“ (ავტორი - მაქს გრინვუდი), რომელშიც განხილულია ერთ-ერთი ამერიკელი პოლიტიკოსის, 51 წლის ნიკი ჰეილის წინასაარჩევნო მოწოდება.
„შეერთებულ შტატებს უფრო ახალგაზრდა ლიდერი ჭირდება, ვიდრე ისეთები, რომლებიც ბოლო წლებში თეთრ სახლში ცხოვრობენ და ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მოხუცი პრეზიდენტები არიან - დღევანდელი ჯო ბაიდენი და მისი წინამორბედი დონალდ ტრამპი. ამას აცხადებს ინდური (სიკჰური) ფესვების მქონე ნიკი ჰეილი, პრეზიდენტობის ახლადგამომცხვარი კანდიდატი, აშშ-ის ყოფილი წარმომადგენელი გაეროში, სამხრეთ კაროლინას შტატის ყოფილი გუბერნატორი.
ნიკი ჰეილმა გასულ სამშაბათს გამოაცხადა თავისი წინასაარჩევნო კამპანიის სტარტი და ინტერნეტში შესაბამისი ვიდეოც გამოაქვეყნა. იგი ამ მხრივ რესპუბლიკური პარტიის მეტ-ნაკლებად პირველი ცნობილი წევრია, რომელმაც ბრძოლაში ოფიციალურად გამოიწვია დონალდ ტრამპი და იმედი აქვს, რომ მის თანაპარტიელთა უმრავლესობა მის მიზანს მხარს დაუჭერს.
მოსალოდნელია, რომ მომავალ კვირაში ნიკი ჰეილი უკვე დაიწყებს წინასაარჩევნო შეხვედრებს აიოვასა და ნიუ-გემპშირში - პირველ ორ შტატში, სადაც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატების პირველი საკონკურსო წარდგენა მოხდება. ამიტომაც ოთხშაბათს წარმოშობით სიკჰმა ქალბატონმა ამერიკის მთავრობას მოუწოდა, რომ დაწესდეს გონებრივი და აზრობრივი შესაძლებლობების (უნარების) ტესტირება ასაკით 75 წელს გადაცილებული პოლიტიკოსებისთვის.
თავის მშობლიურ სამხრეთ კაროლინას შტატში, ქალაქ ჩალსტონში გამოსვლისას ნიკი ჰეილიმ მთელი რიგი პოლიტიკური დაპირებებეი გააჟღერა, მათ შორის - კონგრესმენების განმეორებითი არჩევის ვადების შეზღუდვა (ზოგიერთი კონგრესმენი ახალგაზრდობიდან ღრმად მოხუცებულობამდე ზის საკანონმდებლო ორგანოში), აგრეთვე ბრძოლა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ. ყოფილი გუბერნატორის აზრით, ამერიკა სამომავლოდ უარი უნდა თქვას „სამისდღეშიო მუდმივ პოლიტიკოსების პრაქტიკაზე და ხშირად უნდა განაახლოს ხელმძღვანელების შემადგენლობა“.
„ჩვენ შევზღუდავთ კონგრესის წევრობის ვადებს, ასევე აუცილებლად შემოვიღებთ ტესტებს 75 წლის ასაკს გადაცილებულ პოლიტიკოსების გონებრივი უნარების შესამოწმებლად“, - განაცხადა ნიკი ჰეილიმ, რომლის გამონათქვამებში, ექსპერტთა აზრით, საარჩევნო კამპანიის მთავარი ლოზუნგი ჩანს: „ძირი გამოუთხაროს მოქმედ პრეზიდენტს, 82 წლის ჯო ბაიდენს და მის წინამორბედს, 77 წლის თანაპარტიელ დონალდ ტრამპს, რომლებსაც პრეზიდენტობა კიდევ სურთ და 2024 წლის არჩევნებისათვის ემზადებიან“.
ნიკი ჰეილის მსგავსი მოწოდებები ორივე პარტიაში არსებული განწყობების ერთგვარ არეკვლას წარმოადგენს - ბევრ რესპუბლიკელს და დემოკრატს მიჩნია, რომ მათი ლიდერები უკვე ძალიან მოხუცები არიან პრეზიდენტის უფლებამოსილების შესასრულებლად და თეთრ სახლში საქმიანობის გასაგრძელებლად. დონალდ ტრამპის ასაკი, თუ იგი ისევ გახდება პრეზიდენტი, ინაუგურაციის დროს 78 წელი იქნება, ჯო ბაიდენი კი - 82 წლის.
დონალდ ტრამპს რომ თავი დავანებოთ, ცნობილია, რომ რესპუბლიკელებმა არაერთხელ დააყენეს ეჭვქვეშ ჯო ბაიდენის გონებრივი შესაძლებლობები, ისინი იხსენებენ ჯო ბაიდენის მართლაცდა აშკარად სასაცილო მოქმედებებსა და ქცევებს, რომელიც არ შეეფერება გამჭრიახ, ბრძენ პრეზიდენტს და რეპუტაციის შემლახველია. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტები, რომლებიც მოხუცები არიან (ანუ 75 წელს გადაცილებულები), ფსიქიური მდგომარეობს გამო ნორმალურად ვერ მსჯელობენ და ვერ აზროვნებენ.
მართალია, თეორიულად ნიკი ჰეილის აქვს უფლება იყოს 2024 წლის საპრეზიდენტო კანდიდატი, მაგრამ ამისათვის მას „ეკლიანი გზის გავლა“ მოუწევს, სანამ რესპუბლიკელები მას ოფიციალურად წარადგენენ კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
გამოკითხვების მიხედვით, ამჟამად რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატთა რეიტინგში დონალდ ტრამპი ჯერ კიდევ პირველობს, თუმცა მას კვალდაკვალ მისდევს იტალიური წარმომავლობის მქონე ფლორიდის შტატის გუბერნატორი რონ დესანტისი, რომელიც, ტრამპის პირველობის მიუხედავად, პრეზიდენტობის ყველაზე რეალურ კანდიდატად ითვლება რესპუბლიკური პარტიიდან. რაც შეეხება ნიკი ჰეილის რეიტინგს, იგი დღეისათვის მხოლოდ ერთნიშნა რიცხვით გამოიხატება, დაახლოებით 8-9%ით.
მოამზადა სიმონ კილაძემ
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/