USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Тбилиси
დონალდ ტრამპის განცხადებით, ვოლოდიმირ ზელენსკისთვის დონბასის მთელი ტერიტორიის რუსეთისთვის გადაცემა არ შეუთავაზებია
дата:  1629

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პარასკევს გამართულ დაძაბულ შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთისთვის ტერიტორიების დიდი ნაწილის დათმობა შესთავაზა, - ინფორმაციას Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლებიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრნენ.

„შეხვედრა დასრულდა (ტრამპის) გადაწყვეტილებით, დაიდოს შეთანხმება იქ, სადაც ჩვენ ვართ, დემარკაციის ხაზზე“, - განაცხადა ერთ-ერთმა წყარომ.

ტრამპმა ეს პოზიცია კვირას ჟურნალისტებთან საუბრისასაც დააფიქსირა.

„ვფიქრობთ, რომ ისინი უბრალოდ უნდა გაჩერდნენ იმ ხაზებზე, სადაც არიან, საბრძოლო ხაზებზე. დანარჩენზე მოლაპარაკება ძალიან რთულია, თუ აპირებთ თქვათ: „თქვენ ამას აიღებთ, ჩვენ იმას ავიღებთ“,“ - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ამასთან, კითხვაზე, უთხრა თუ არა მან ზელენსკის, რომ უკრაინამ მთელი დონბასის რეგიონი რუსეთს უნდა დაუთმოს, ტრამპმა უპასუხა, რომ „არა“.

„არა. დაე, ისე იყოს გაყოფილი, როგორც არის. ის ახლა გაყოფილია. ვფიქრობ, ტერიტორიის 78% უკვე რუსეთს აქვს დაკავებული“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ქვეყნებს შეუძლიათ, „მოგვიანებით რაღაცაზე მოლაპარაკება“.

Reuters-ი წერს, რომ დონალდ ტრამპთან გამართული შეხვერა აშკარა იმედგაცრუება იყო ზელენსკისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ ტრამპს დაარწმუნებდა, უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ის ტიპის რაკეტები მიეწოდებინათ, რომელსაც რუსეთის სიღრმეში დარტყმა შეუძლია. კვირა საღამოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტრამპს ჯერ კიდევ არ მიუღია გადაწყვეტიება Tomahawk-ის ტიპის რაკეტების მიწოდებასთან დაკავშირებით.

Reuters-ის ერთ-ერთი წყაროს განცხადებით, ტრამპის პოზიციაზე დიდი გავლენა მოახდინა ვლადიმერ პუტინთან წინა დღეს გამართულმა საუბარმა. Washington Post-ის ცნობით, ამ საუბრის დროს პუტინმა ტერიტორიული გაცვლა შესთავაზა, რომლის თანახმადაც უკრაინა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს დათმობდა ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების მცირე ნაწილების სანაცვლოდ.

ორი წყაროს ცნობით, იმათ შორის, ვინც ყველაზე აგრესიულად მოუწოდებდა უკრაინელებს, ტერიტორიების გაცვლასთან დაკავშირებით რუსეთის მიერ შეთავაზებულ წინადადებას დასთანხმებულიყვნენ, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი იყო. ერთ-ერთი წყაროს თქმით, უიტკოფმა ახსენა, რომ დონეცკსა და ლუგანსკში მნიშვნელოვანი რაოდენობის რუსულენოვანი მოსახლეობა ცხოვრობს.

мир
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати