USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯო ბაიდენი მის წინააღმდეგ ორი საქმის შეწყვეტას მოითხოვს
თარიღი:  653

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ინფორმაციით, აშშ-ის ამჟამინდელი ლიდერი, ჯო ბაიდენი მის წინააღმდეგ ორი საქმის შეწყვეტის ბრძანებას გასცემს, - ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი წერს, რომელსაც ყოფილმა პრეზიდენტმა ინტერვიუ მისცა.

„მან თქვა : „ჩვენი ცნობებით“, ბაიდენი უბრძანებს იუსტიციის სამინისტროს, შეწყვიტოს ტრამპის სისხლისსამართლებრივი დევნა ორ საქმეზე. ჯერჯერობით, ამის საჯარო ნიშანი არ არსებობს“, - წერს New York Post-ი.

ამასთან, გამოცემასთან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ის აფასებს სატელეფონო ზარს ჯო ბაიდენისგან, რაც, მისი თქმით, „კარგი და ძალიან კარგია“.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ჯო ბაიდენსა და მას შორის ამიერიდან უფრო ცივილური კამპანია იქნება, თუმცა, დონალდ ტრამპს დეტალებზე არ უსაუბრია.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის