აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები, საჭიროების შემთხვევაში, კვლავ დაესხმება თავს ირანის ბირთვულ ობიექტებს.
„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, ირანის ბირთვულ ობიექტებთან დაკავშირებით განაცხადა: „ზიანი ძალიან სერიოზულია, ისინი განადგურებულია“. რა თქმა უნდა, როგორც ვთქვი, განადგურებულია და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ ამას კიდევ გავაკეთებთ!“ - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ეს კომენტარი მას შემდეგ გააკეთა, რაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ, Fox News-ს განუცხადა, რომ თეირანი ვერ იტყვის უარს ბირთვული გამდიდრების პროგრამაზე, მიუხედავად იმისა, რომ ის მძიმედ დაზიანდა აშშ-ის თავდასხმების შედეგად.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.
პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.