USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
თბილისი
დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე - არ მინდა უსარგებლო შეხვედრა, არ მინდა დროის ფუჭად კარგვა
თარიღი:  987

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ჯერ არ გადაუწყვეტია, შეხვდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.

ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა,რომ, უსარგებლო შეხვედრის გამართვა არ სურს.

„არ მინდა უსარგებლო შეხვედრა. არ მინდა დროის ფუჭად კარგვა. ამიტომ, ვნახავ, რა მოხდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, პუტინთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო ორი დღის განმავლობაში მიიღებს.

თბილისი
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის