USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
თბილისი
დონალდ ტრამპი: ვფიქრობ, ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება
თარიღი:  682

აშშ-ში სპეციალისტები კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინას, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე შექმნიან, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ჩვენ საკმაოდ დარწმუნებულნი ვართ, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა წლის ბოლომდე გვექნება. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ საკითხზე. ვფიქრობ, ვაქცინა უფრო ადრე გვექნება, ვიდრე გვიან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ 2 მაისს აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინა 2021 წლის იანვრისთვის შეიქმნება.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1.13 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 66.5 ათასი ადამიანი კი გარდაიცვალა.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის