USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
თბილისი
დონალდ ტრამპი უმცროსი: ამერიკულ საზოგადოებას უკრაინის კონფლიქტის დაფინანსება აღარ სურს, შეერთებული შტატები კი ჩეკების გამომწერი არ იქნება
თარიღი:  439

ამერიკულ საზოგადოებას უკრაინის კონფლიქტის დაფინანსება აღარ სურს, შეერთებული შტატები კი ჩეკების გამომწერი არ იქნება, - განაცხადა დოჰაში მიმდინარე ფორუმზე შტატების პრეზიდენტის შვილმა. დონალდ ტრამპი უმცროსი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინა კორუფციული ქვეყანაა, ქვეყნის ლიდერები საზღვარგარეთიდან შესულ ფულს იპარავდნენ და ომის შეჩერება არ სურთ.

„უკრაინიდან მდიდრები გაიქცნენ, ვისაც ისინი გლეხების კლასად მიიჩნევდნენ, საბრძოლველად დატოვეს და ვერ ხედავდნენ იმის მიზეზს, თუ რატომ უნდა შეჩერებულიყო ეს ომი, რადგან ვიდრე ეს ფული შედიოდა, ისინი იპარავდნენ და არავინ ამოწმებდა რამეს. გადაწყვეტილების მიმღებებისთვის არ არსებობდა მიზეზი, რომ ოდესმე მშვიდობამდე მისულიყვნენ. ჩვენ მშვიდობა და მკვლელობების შეჩერება გვინდა“, - განაცხადა ტრამპმა უმცროსმა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის