დონალდ ტრამპმა გრენლანდიის დაცვა ძაღლების მარხილს შეადარა. თეთრი სახლის ლიდერმა თქვა, რომ თუ გრენლანდიას შეერთებული შტატები არ დაიკავებს, მაშინ ამას რუსეთი და ჩინეთი გააკეთებენ, რასაც ის არ დაუშვებს.
„თუ ჩვენ არ ავიღებთ გრენლანდიას, მას რუსეთი ან ჩინეთი აიღებს. მე კი ამის დაშვებას არ ვაპირებ. სიამოვნებით დავდებდი მათთან შეთანხმებას. ასე უფრო მარტივია. მაგრამ, ასე იქნება თუ ისე, გრენლანდია ჩვენი იქნება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ამერიკის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ ირანზე იერიშები განახლდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ საჰაერო დარტყმები, რომლებიც უკვე მეხუთე ღამეა ხორციელდება, ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითებას ისახავს მიზნად.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ ობიექტზე მიიტანეს იერიში.