აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მომხრეების მასშტაბურ შეკრებას აანონსებს. როგორც იგი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნავს, შეკრება 6 იანვარს იგეგმება.
„დიდი საპროტესტო მსვლელობა ვაშინგტონში 6 იანვარს, დილის 11 საათზე დაიწყება. ადგილის შესახებ სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი. შევაჩეროთ მოპარვა“, - წერს მოქმედი პრეზიდენტი, რომელიც 3 იანვარს ჩატარებული არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს.
კიდევ ერთ პოსტში ტრამპი აღნიშნავს, რომ 6 იანვარს დაგეგმილ აქციაზე არჩევნების გაყალბების შესახებ დიდი რაოდენობით მტკიცებულებები იქნება წარმოდგენილი და აღნიშნავს, რომ მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.