USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
დონალდ ტრამპი: სანამ პროქსი-ბრძოლა უკრაინაში გრძელდება, გლობალური ომის რისკის წინაშე ვართ, ჩვენი მიზანია საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა, გვჭირდება მშვიდობა
дата:  661

არასდროს ვყოფილვართ მესამე მსოფლიო ომთან ისე ახლოს, როგორც დღეს, ჯო ბაიდენის მმართველობისას, - ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

ტრამპმა ბირთვული შეიარაღების მქონე ძალების კონფლიქტი „ბირთვულ არმაგედონს“ შეადარა და აღნიშნა, რომ მთავარი მიზანია უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ დასრულება და მშვიდობის დამყარება.

„გლობალური კონფლიქტი ბირთვულ ძალებს შორის, ნიშნავს სიკვდილს და განადგურებას ისეთი მასშტაბით, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ ყოფილა, ეს იქნებოდა ბირთვული არმაგედონი. არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ამ კოშმარის თავიდან აცილება. ჩვენ მას ავირიდებთ, მაგრამ გვჭირდება ახალი ხელმძღვანელობა.

ყოველ დღე, სანამ ეს პროქსი-ბრძოლა უკრაინაში გრძელდება, ჩვენ გლობალური ომის რისკის წინაშე ვართ. აბსოლუტურად მკაფიო უნდა იყოს ის, რომ ჩვენი მიზანია საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტა - სროლები უნდა შეწყდეს. ეს არის მთავარი საკითხი, ჩვენ დაუყოვნებლივ გვჭირდება მშვიდობა.“ - განაცხადა ტრამპმა.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати