USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
თბილისი
დონალდ ტრამპი რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე - შესაძლებელია
თარიღი:  753

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესოს, თუ ვლადიმერ პუტინი ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება, - ინფორმაციას The Hill-ი ავრცელებს

ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას კითხვაზე, დაუწესებს თუ არა რუსეთს დამატებით სანქციებს, თუ ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან არ დაჯდება, უპასუხა : „შესაძლებლად ჟღერს“.

ამასთან, კითხვაზე, აპირებს თუ არა უკრაინას შეერთებული შტატების მხარდაჭერა შეუწყვიტოს, ტრამპმა პირდაპირ არ უპასუხა, მაგრამ განაცხადა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა მეტი უნდა გააკეთონ, რადგან ისინი უფრო ახლოს არიან კონფლიქტთან.

მსოფლიო
BBC: ირანმა აშშ-გან მიიღო სამშვიდობო შეთანხმების პუნქტები, რომლებსაც განიხილავს

ირანის ხელისუფლებამ შუამავლებისგან აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების ჩამონათვალი მიიღო, რომელთა განხილვას იწყებს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

„ჩვენ შუამავლების მეშვეობით აშშ-გან მივიღეთ პუნქტები და მათ განვიხილავთ“, - ციტირებს BBC ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ მაღალჩინოსანს.

როგორც ბრიტანული ტელეარხის CBS-ზე დაყრდნობით წერს, აღნიშნული წარმოადგენს მოლაპარაკებების წინა ეტაპს და ამ მომენტისთვის დიალოგი მხარეებს შორის ჯერ არ იმართება.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა და ირანმა ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს, თუმცა ირანული მხარე ამას უარყოფს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის