USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
დონალდ ტრამპი: რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით პირობებს გვკარნახობს, ჩინეთი - ტაივანთან დაკავშირებით.
თარიღი:  725

თეთრი სახლის დატოვებიდან ერთი წლის შემდეგ, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ქვეყანაში მდგომარეობა ასე ცუდად განვითარდებოდა.

ტელეარხ Fox News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი წელი განიხილა და განაცხადა, რომ ქვეყანა აბსოლუტურად ნადგურდება.

„ჩვენმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი გააკეთა და ახლა ვაკვირდები, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენი ქვეყანა აბსოლუტურად განადგურებულია. განადგურებულია. ჩვენი ღირსება და ჩვენი სიძლიერე ნადგურდება“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ჯო ბაიდენის ხელმძღვანელობის პირობებში, აშშ სუსტად და არაკომპეტენტურად გამოიყურება.

„რუსეთი უკრაინასთან დაკავშირებით პირობებს გვკარნახობს. ჩინეთი - ტაივანთან დაკავშირებით. კიმ ჩენ ინი რაკეტებს უშვებს და რაც მთავარია, ირანი ერთობა და იმას აკეთებს, რაც უნდა. ჩვენი ქვეყანა სუსტად გამოიყურება და მას არაკომპეტენტურად მართავენ“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობაზე და აღნიშნა, რომ თავისი გადაწყვეტილებით უამრავ ადამიანს გააბედნიერებს.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის