თეთრის სახლის ლიდერის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთმანეთი სძულთ. დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრისთვის მთავარი წინაღობა სწორედ ერთმანეთის მიმართ მათი ნეგატიური დამოკიდებულებაა, რაც ომის დასრულებას ართულებს.
„7 ომი შევაჩერე - მეგონა, ესეც მარტივი იქნებოდა, მაგრამ რთული აღმოჩნდა. ზელენსკისა და პუტინს შორის არსებული სიძულვილი წარმოუდგენელია. სძულთ ერთმანეთი. ამას რამენაირად მოვაგვარებთ, მაგრამ ერთმანეთი ისე სძულთ, ვერ სუნთქავენ“, - განაცხადა ტრამპმა.
ამის მიუხედავად, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შეიძლება მალე გაიმართოს, თუმცა ფიქრობს, რომ შუამავლის როლის შესრულება მოუწევს.
„არ ვიცი, მგონი ლაპარაკი მე მომიწევს“, - დასძინა მან.