USD 2.6138
EUR 3.0349
RUB 3.0773
თბილისი
დონალდ ტრამპი: პუტინს და ზელენსკის ერთმანეთი სძულთ
თარიღი:  1095

თეთრის სახლის ლიდერის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთმანეთი სძულთ. დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრისთვის მთავარი წინაღობა სწორედ ერთმანეთის მიმართ მათი ნეგატიური დამოკიდებულებაა, რაც ომის დასრულებას ართულებს.

„7 ომი შევაჩერე - მეგონა, ესეც მარტივი იქნებოდა, მაგრამ რთული აღმოჩნდა. ზელენსკისა და პუტინს შორის არსებული სიძულვილი წარმოუდგენელია. სძულთ ერთმანეთი. ამას რამენაირად მოვაგვარებთ, მაგრამ ერთმანეთი ისე სძულთ, ვერ სუნთქავენ“, - განაცხადა ტრამპმა.

ამის მიუხედავად, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა შეიძლება მალე გაიმართოს, თუმცა ფიქრობს, რომ შუამავლის როლის შესრულება მოუწევს.

„არ ვიცი, მგონი ლაპარაკი მე მომიწევს“, - დასძინა მან.

მსოფლიო
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის