USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
Tbilisi
დონალდ ტრამპი: პუტინი სრულიად შეიშალა. ზელენსკი კი ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას. ყოველი სიტყვა, რაც მისი პირიდან გამოდის, პრობლემებს ქმნის
Date:  2063

მე ყოველთვის ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ვლადიმირ პუტინთან, მაგრამ მას რაღაც დაემართა - ის სრულიად შეიშალა! უაზროდ კლავს უამრავ ადამიანს და საუბარი არ არის მხოლოდ ჯარისკაცებზე, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებულ მორიგ იერიშს. შესაბამისი განცხადება ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„უკრაინის ქალაქებზე სრულიად უსაფუძვლოდ ხორციელდება რაკეტებითა და დრონებით იერიშები. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას უნდა მთელი უკრაინა და არა მხოლოდ მისი ნაწილი და შესაძლოა ეს მართლდება კიდეც, მაგრამ თუ ამას გააკეთებს - ეს რუსეთის დაცემას გამოიწვევს!

ასევე, პრეზიდენტი ზელენსკი ცუდ სამსახურს უწევს თავის ქვეყანას იმით, როგორც ლაპარაკობს. ყოველი სიტყვა, რაც მისი პირიდან ამოდის, პრობლემებს ქმნის. ეს არ მომწონს და სჯობს, რომ შეწყდეს. ეს ომი არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. ეს ზელენსკის, პუტინისა და ბაიდენის ომია და არა ტრამპის - მე მხოლოდ ვცდილობ ჩავაქრო დიდი და საშინელი ხანძრები, რომლებიც დაწყებულია სრული არაკომპეტენტურობით და სიძულვილით“, - წერს ტრამპი.

World
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way