USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
დონალდ ტრამპი: მთელი ძალით ვიბრძოლებთ, რათა თეთრი სახლი შევინარჩუნოთ
თარიღი:  782

ჯორჯიის შტატში გამართულ მიტინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს მოუწოდა, „დემოკრატებს“ არჩევნების მოპარვის საშუალება არ მისცენ.

„5 იანვარს სენატში მნიშვნელოვანი არჩევნები გაიმართება. ქვეყნის ბედი თქვენზეა დამოკიდებული. დარწმუნდით, რომ თქვენი ხმები სათანადოდ დაფიქსირდა. რადიკალურ „დემოკრატებს“ სენატში ადგილების წაღება სურთ. ჩვენ ვიბრძოლებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ მთელი ძალით იბრძოლებს, რათა თეთრი სახლი შეინარჩუნოს.

„ისინი თეთრ სახლს არ წაიღებენ, ჩვენ მთელი ძალით ვიბრძოლებთ. ვიმედოვნებ, რომ ჩვენი დიადი ვიცე-პრეზიდენტი დაგვეხმარება. ის შესანიშნავი ადამიანია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

5 იანვარს ჯორჯიის შტატში აშშ-ის სენატში ორი დარჩენილი მანდატის ბედი გადაწყდება. იმ შემთხვევაში, თუ „დემოკრატების“ ორივე კანდიდატი გაიმარჯვებს, სენატზე კონტროლი „დემოკრატიულ“ პარტიას ექნებ

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის