USD 2.7215
EUR 3.2155
RUB 3.4658
Тбилиси
დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთს სასამართლოში უჩივლებს
дата:  4183

ამერიკულ პოლიტიკურ ელიტაში ორმხრივი კონსენსუსია მიღწეული ჩინეთის დაჯარიმების საქმეში. ეს  საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზი ჩინეთის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც გულუბრყვილოდ თვლიდა ჯო ბაიდენს მის პოზიცების დამცველად.

 

კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის ეკონომიკურმა შედეგებმა შეერთებულ შტატებში შეიძლება კატასტროფული ხასიათი მიიღოს. ყველაზე დაუცველია ამერიკის მცირე და საშუალო  ბიზნესი, რომელიც ქვეყანაში სამუშაო ადგილების 85%- უზრუნველყოფს.

 

პანდემიამ შეიძლება ხაზი გადაუსვას ეკონომიკაში დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის ყველა მიღწევა, რაც დიდ გავლენას მოახდენს მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე.

სიტუაციის გამოსასწორებლად და კორონავირუსის პანდემიის საპასუხოდ, აშშ- პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 27 მარტს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ითვალისწინებს ყველაზე დიდი, $ 2 ტრილიონი დოლარიანი სტიმულირების პაკეტ გამოყოფას აშშ- ეკონომიკისთვის.

 

ამ კანონის თანახმად, აშშ მთავრობა უზრუნველყოფს პირდაპირ გადახდებს და უმუშევრობის შეღავათებს ფიზიკური პირებისთვის, ფინანსურ დახმარებას შტატებისთვის, იქმნება უზარმაზარი საფინანსო ფონდი, კრიზისის შედეგად დაზარალებული საწარმოების დასახმარებლად. აშშ- ფედერალური სარეზერვო სისტემა, თავის მხრივ, გამოისყიდის ამერიკული კომპანიების ოთხი ტრილიონი დოლარის სახაზინო ვალდებულებებს.

 

მაგრამ ეს არ არის ყველა ის ეკონომიკური ღონისძიება, რომელთა მეშვეობითაც შეერთებული შტატების სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა აპირებს არსებული პრობლემის მოგვარებას.

 

მიღებულია გადაწყვეტილება, რომ აშშ- ჩინეთს მოთხოვს იმ ზარალის ანაზღაურებას, რაც ამერიკულ კომპანიებს და აშშ-ის ბიუჯეტს მიადგა კორონავირუსის პანდემიისგან.

ამერიკა თვლის რომ კორონავირუსის გავრცელება უშუალოდ ჩინეთის ხელისუფლების ხელშეწყობის თუ არა მათი საქმისადმი ზერელე დამოკიდებულების ბრალია და რომ ჩინეთი ამის გამო პასუხისმგებელია მთელი მსოფლიოს და მათ შორის აშშ-ის წინაშეც.

 

უკვე აღძრულია სარჩელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ, ეპიდემიის პირველ ეტაპზე კორონავირუსის პრობლემის განზრახ და ანგარების მიზნით დამალვის შესახებ ბრალდებით.

 

სარჩელში ნათქვამია, რომ ჩინეთის მთავრობის ასეთი ქმედებების გამო, ამერიკულმა კომპანიებმა საგარეო ვაჭრობის სფეროში დიდი ზარალი განიცადეს, რომელთა ანაზღაურებას უნდა მოახდინოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ.

 

საინტერესოა, რომ ეს სარჩელი შეიტანეს აშშ- ორ წამყვანმა საადვოკატო ბიურომ: Lucas-Copmton-მა რომელიც ემსახურებოდა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას, და Berman Law Group-მა, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ფრენსის ბაიდენი, ჯო ბაიდენის ძმაა.

 

სასამართლოში მონაწილეთა შემადგენლობა ნათლად მიანიშნებს, რომ ამერიკულ ელიტაში მიღწეული იყო ორმხრივი კონსენსუსი ჩინეთისძარცვაზე“. რაც თავის მხრივ  საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზია ჩინეთის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც გულუბრყვილოდ თვლიდა ჯო ბაიდენს  მის კანდიდატად ამერიკის პრეზიდენტობაზე.

 

ჯერ კიდევ დასაანგარიშებელია თუ რა თანხა იქნება ჩაწერილი სასარჩელო მოთხოვნაში ჩინეთის წინააღმდეგ, მაგრამ ეჭვგარეშეა, რომ საქმე ეხება ათეულ ტრილიონ დოლარს.

საერთაშორისო იურიდიულ პრაქტიკაში არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი დეტალი როგორიცაასარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები”.

 

შეიძლება ითქვას, რომ ჩინეთის მთავრობის ქონების ჩამორთმევა მოხდება ჩინეთის მთავრობისგან ზიანის ანაზღაურების მიზნით, რის უზრუნველსაყოფადაც შესაძლებელია აშშ-ში ჩინური სახელმწიფო კომპანიების ქონებების დატუსაღება.

 

ამასთან, ჩინეთის ინვესტიცია აშშ- სამთავრობო ობლიგაციებში დაახლოებით 1,1 ტრილიონი აშშ დოლარია. ერთ-ერთ სადამსჯელო ღონისძიებად საკმარისი იქნება მხოლოდ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა ოპერაციის გაყინვა.

 

ცხადია, რომ ჩინეთის მთავრობას ამერიკულ სასამართლოში გამარჯვების მცირე შანსი აქვს. აშშ- დიდი ხანია მიიღო კანონი, რომლის თანახმადაც რომ მისი ეროვნული კანონი არ ცნობს საზღვრებს და აშშ- ფინანსთა სამინისტროს აქვს მინიჭებული უფლება განახორციელოს ეკონომიკურ სანქციები როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე და კომპანიებზე, ისე მთელ ქვეყნებზე.

 

რა საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს ჩინეთი ამ კონკრეტული ბრალდებების წინააღმდეგ ჯერ-ჯერობით უცნობიამაგრამ ამ ვითარებაში უნდა ველოდოთ ჩინეთის და რუსეთის კიდევ უფრო დაახლოებას, როგორც ეკონომიკური ისე სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით..და ამ ქვეყნებს აქვთ ის თუ რა შესთავაზონ ერთმანეთს.

аналитика
«The Guardian»: „ პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“

„სწორედ იმ დროს, როცა მსოფლიოს უაღრესად ჭირდება ბრძენი უხუცესები, პლანეტაზე მშვიდობის ბედი სასტიკი და დაუნდობელი პატრიარქების ხელშია, რომლებიც მომავალ თაობას მსოფლიო წესრიგის ნანგრევებს უტოვებენ“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) გამოქვეყნებულ სტატიას, რომლის ავტორია დევიდ ვან რეიბრუკი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფილოსოფიაში ნიდერლანდებიდან.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

მოდით ერთ დელიკატურ საკითხზე მსჯელობას შევეცადოთ: ვისაუბროთ ასაკზე ისე, რომ ეიჯიზმში - ასაკობრივ დისკრიმინაციაში - არ გადავვარდეთ.

არასოდეს არ მომხდარა ისეთი პრეცედენტი პლანეტის თანამედროვე ისტორიაში, როგორიც დღეს არის: მსოფლიოში მშვიდობის ბედი ისეთი ადამიანების ხელშია, რომლებიც საკმაოდ ხანდაზმულები არიან. ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს 72 წელი შეუსრულდათ, ნარენდრა მოდი - 74 წლისაა, ბენიამინ ნეთანიაჰუ - 75-ის, დონალდ ტრამპი - 79-ის, ალი ჰამენეი - 86-ის.

რასაკვირველია, მედიცინის განვითარების წყალობით, ადამიანები სულ უფრო მეტ ხანს ცოხლობენ და შეუძლიათ აქტიური ცხოვრებით იცხოვრონ, მაგრამ ამის მიუხედავად, დრეს ცვენ მოწმენი ვართ იმ პოლიტიკური ლიდერების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც ასაკის კვალობაზე სულ უფრო ამკაცრებენ საკუთარ ხელისუფლებას, ხშირად თავიანთი ახალგაზრდა კოლეგების ხარჯზე.

გასულ კვირაში ჰააგაში ნატოს ყოველწლიურ სამიტზე ალიანსის ლიდერები, ემანუელ მაკრონის და მეტე ფრედერიქსონის (ორივე 47-47 წლისაა), ჯორჯა მელონის (48 წლის), პედრო სანჩესის (53 წლის) ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დათანხმებულიყვნენ დონალდ ტრამპის მოთხოვნას სამხედრო ბიუჯეტის გაზრდის შესახებ. ნატოს წევრი ქვეყნების მეთაურების საშუალო ასაკი 60 წელს შეადგენს: გერმანიის კანცლერი 69-ისაა, ხოლო თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი - 71 წლის.

ყველა დაეთანხმა სამხედრო ასიგნებათა 5%-იან ზრდას, თუმცა აშკარაა, რომ ეს ციფრო თვითნებურად არის დადგენილი - მისი განხილვა სერიოზული დებატებით არ მომხდარა არც ნატოში და არც წევრი ქვეყნების შიგნით. ამ დროს უფრო მეტად სამხედრო-პოლიტიკური რეალობას კი არ მიექცა ყურადღება, არამედ ჭირვეული ამერიკელი პატრიარქის პატივისცემას და მის აკვიატებულ მოთხოვნას. ნატოს გენერალური მდივანი მარკ რიუტე, რომელიც მხოლოდ 58 წლისაა, ისე შორს წავიდა აშშ-ის პრეზიდენტისადმი მოწიწებაში, რომ დონალდს „მამიკოთი“ (Daddy) მიმართა. ეს დიპლომატია არ არის. ეს მორჩილებაა.

თაობათა კონფლიქტი სხვა არენებზეც ხდება: უკრაინის 47 წლის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უპირისპირდება მასზე ბევრად უფროსი ასაკის კოლეგას - რუსეთის 72 წლის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. იმავე ასაკის მქონე სი ძინპინი მტრული თვალით უყურებს ტაივანის  პრეზიდენტს, რომელიც კომუნისტ ბელადზე 7 წლით უმცროსია. ბენიამინ ნეთანიაჰუ, რომლის წლოვანება საუკუნის სამ მეოთხედს შეადგენს, აუღელვებლად უყურებს ღაზას სექტორის განადგურებას, რომლის მოსახლეობის საშუალო ასაკი 18-20 წელია. ირანში 86 წლის ლიდერი მართავს ქვეყნის 80-მილიონიან მოსახლეობას, რომელთა საშუალო ასაკი 32 წელია. კამერუნელი 92 წლის პრეზიდენტი პოლ ბია 1982 წლიდან იმყოფება იმ ქვეყნის სათავეში, რომლის მცხოვრებლების საშუალო ასაკს 18 წელი შეადგენს, ხოლო სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა - 62 წელს.

რასაკვირველია, ჩვენ არ ვდგავართ გერონტოკრატიული შეთქმულების წინაშე. ჯერ-ჯერობით არც მოხუცი მოქმედი ლიდერების კლუბი არ არსებობს, რომლებიც მსოფლიოს ბატონობას სიცოცხლის ბოლომდე ესწრაფვიან... მაგრამ არის რაღაც შემაშფოთებელი იმაში, რომ  მშვიდობა ინგრევა სწორედ იმ ადამიანების მიერ, რომელთა ცხოვრება მეორე მსოფლიო ომის შემდომი არქიტექტურით განისაზღვრა. ალი ჰამენეი 6 წლისა იყო, როცა ჯერ გერმანიამ, შემდეგ კი იაპონიამ ხელი უსიტყვო კაპიტულაციას მოაწერეს.

დონალდ ტრამპი 1946 წელს დაიბადა, როცა გაერომ თავისი პირველი გენერალური ასამბლეის სხდომა ჩაატარა. ბენიამინ ნეთანიაჰუ  დაიბადა ისრაელის სახელმწიფოს შექმნიდან ერთი წლის შემდეგ. ნარენდრა მოდი დაიბადა 1950 წელს, როცა ინდოეთი საპარლამენტო რესპუბლიკად გამოცხადდა და ქვეყნის კონსტიტუცია მიიღეს. ვლადიმერ პუტინი ქვეყანას 1952 წლის ოქტომბერში მოევლინა, იოსებ სტალინის სიკვდილამდე რამდენიმე თვით ადრე. ამხანაგი სი ძინპინი - 1953 წლის ივნისში დაიბადა, სტალინის სიკვდილის შემდეგ. რეჯეფ ერდოღანი გაჩნდა 1954 წელს, თურქეთის ნატოში შესვლიდან ორი წლის შემდეგ. ყველა ჩამოთვლილი პირები ომისშემდგომი ეპოქის ბავშვები არიან და ახლა, როცა თავიანთი სიცოცხლის მიჯნას უახლოვდებიან, ისინი, როგორც ჩანს, მზად არიან იმ მსოფლიოს დასანგრევად, რომლებშიც თვითონ დაიბადნენ. ასთი მოქმედება შურისძიებას ჰგავს.

დიახ, საერთაშორისო წესრიგი, რომელიც თეორიულად გარკვეულ წესებს ემყარებოდა, პრაქტიკაში ყოველთვის არეულ-დარეული იყო, ვიდრე ეს ქაღალდზე ჩანდა. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც იდეალი არსებობდა, რომლის მიღწევას ყველა თავისებურად ცდილობდა. არსებობდა საერთო მორალური პრინციპები - დიახ, მყიფე, მაგრამ გულწრფელი, რომელიც იმ რწმენას ემყარებოდა, რომლის მიხედვით, კაცობრიობას აღარ უნდა გაემეორებინა მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის მხეცობები და რომ უმჯობესია უთანხმოებები დიალოგისა და დიპლომატიის მეშვეობით მოგვარდეს. დღეს ეს რწმენები აორთქლდა, გაქრა და უმეტესად იმ ადამიანთა გონებასა და სულში, რომლებისთვისაც ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო და რომელებიც სიკეთის რწმენას ყველაზე მეტად უნდა გაფრთხილებოდნენ.

დღეს უპრეცედენტო მომენტია. წინა მსოფლიო მართლწესრიგის არქიტექტორები - ადოლფ ჰიტლერი, ბენიტო მუსოლინი, იოსებ სტალინი და მაო ძედუნი სულ რაღაც 30-40 წლისანი იყვნენ, როცა ხელისუფლებაში მოვიდნენ. ახალმა თაობამ ახალი მსოფლიო ააშენა, მაგრამ წინა მართლწესრიგის შედეგებს შეეჯახნენ. დრეს ახალი მსოფლიოც ინგრევა იმ ძველი თაობის ადამიანების მიერ, რომლებიც ვერ იცოცხლებენ იმ დრომდე, რათა დაინახონ, როგორი ნანგრევები დარჩება მათი მოქმედებით.

ჩვენ შეიძლებოდა გვქონოდა იმის იმედი, რომ თაობა, რომელსაც ბედმა გაუღიმა და სიცოცხლის ხანგრძლივობა გაუგრძელდა, თავიანთი სიკვდილის შემდეგ სიკეთის, პტივისცემის და გლობალური პოზიტიური ხელმძღვანელობის მემკვიდრეობას დატოვებდა. ამის ნაცვლად ჩვენ მოწმენი ვართ ბოლო ათწლეულებში მომხდარი ყველაზე უარესი რეპრესიების, ძალადობის, გენოციდების, ეკოციდების და საერთაშორისო სამართლის მიმართ უპატივცემლო დამოკიდებულებისა, რომლებსაც ყველაზე მეტად ულმობელი 70-80 წლის მოხუცები სჩადიან და რომლებიც, როგორც ჩანს, უფრო მეტად იმით არიან დაინტერესებული, რომ თავი აარიდონ სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვიდრე მშვიდობის შენარჩუნებაზე იზრუნონ.

მაგრამ ასე არ უნდა იყოს.

როცა ნელსონ მანდელამ 1999 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტი დატოვა, მან ჩამოაყალიბა ორგანიზაცია „უხუცესები“, რომელიც ყოფილ მსოფლიო ლიდერებს აერთიანებდა. ისინი მუშაობდნენ მშვიდობის, სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების მხარდასაჭერად. დღეს, მოქმედებენ რა კონსენსუსის ტრადიციებით და წინა თაობების პოლიტიკოსთა საუკეთესო გამოცდილებით, „უხუცესების“ წევრები ითვლებიან იმის მაგალითად, თუ როგორ შეუძლიათ ასაკოვან ადამიანებს კაცობრიობას მოუტანონ მეტი სინათლე, გამოხატონ თანაზიარობა, იმოქმედონ სინდისით და არა მარტო გავლენითა და ძალით.

პრობლემა მოხუცებულობაში არ არის. პრობლემა იმაშია, თუ როგორი მიზნის მიღწევა სურთ მისი სარგებლობით და რას აძლევენ უპირატესობას. მსოფლიოს არ სურს ისეთი ახალი მოხუცი ძალოვანი პირები, რომლებსაც მმართველის საჭისა და ტახტის დატოვება არ სურთ. მსოფლიოსათვის უკეტესია ის მოხუცი ლიდერები, ის უხუცესები, რომლებიც მზად არიან კომპრომისებისათვის და ადამიანთა ენერგიის სასიკეთოდ წარმართვისათვის. ისინი, ვინც მემკვიდრეობაზე ფიქრობენ არა როგორც პირად დიდებაზე, არამედ როგორც მშვიდობაზე, რომელსაც ისინი თავიათი სიცოცხლის შემდეგ დატოვებენ. ჩვენს დროში გვჭირდება არა ბატონობა, არამედ სიბრძნის გამოვლენა. და ეს, საბოლოო ჯამში, არის ის, რაც მმართველს ლიდერისაგან განასხვავებს.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати