USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Тбилиси
დონალდ ტრამპი: კორონავირუსამდე ჯორჯ ვაშინგტონსაც გაუჭირდებოდა ჩემი დამარცხება
дата:  759

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიამდე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯორჯ ვაშინგტონსაც კი გაუჭირდებოდა მისი დამარცხება.

„გამოკითხვებში ჩვენი რეიტინგები ცამდე ასული იყო. ამ ჩინური ჭირის მოსვლამდე ჯორჯ ვაშინგტონსაც კი გაუჭირდებოდა ჩემი დამარცხება. შემდეგ მოხდა ის, რაც ყველა სხვა ქვეყანაში მოხდა - ვირუსი დაგვატყდა თავზე და ამან, რა თქმა უნდა, გავლენა მოახდინა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

RealClearPolitics-ის ინდექსის თანახმად, 31 მარტის მდგომარეობით, აშშ-ის პრეზიდენტის რეიტინგი 47.3%-ს შეადგენდა, ხოლო 11 აგვისტოს მდგომარეობით, რეიტინგი 43%-ს შეადგენს.

წყარო: https://thehill.com/homenews/

мир
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати