USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
დონალდ ტრამპი ირანს ემუქრება
дата:  897
ამიერიდან იემენელი ჰუსიტების მიერ ნასროლი ყოველი ტყვია ჩაითვლება, როგორც ირანის მხრიდან, მათ ლიდერების ბრძანებით განხორციელებული დარტყმა.
 
ირანი აგებს პასუხს და ამის შედეგები მძიმე იქნება!
 
ნურავინ ნუ მოტყუვდება! ასობით თავდასხმა, რომელსაც ახორციელებენ ჰუსიტები, იემენში დაფუძნებული ბოროტი მაფიოზები და ავაზაკები, რომლებსაც სძულთ იემენელი ხალხი, ყველა მომდინარეობს და განხორციელებულია ირანიდან. ნებისმიერი შემდგომ თავდასხმას ან შურისძიებას "ჰუსიტების" მხრიდან დიდი ძალა შეხვდება და არ არსებობს იმის გარანტია, რომ ეს ძალა იქ გაჩერდება.
 
 ირანი თამაშობს “უდანაშაულო მსხვერპლის” როლს, თითქოს მათ უკონტროლოდ მოქმედ ტერორისტებზე კონტროლი დაკარგეს მაგრამ ეს ასე არ არის. მათ კონტროლი არ დაუკარგავთ – ისინი კარნახობენ ყოველ ნაბიჯს, აძლევენ მათ იარაღს, ამარაგებენ ფულით, უახლესი სამხედრო ტექნიკით და ე.წ. “დაზვერვით”.
 
 
общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати