USD 2.6908
EUR 3.1593
RUB 3.5880
თბილისი
დონალდ ტრამპი ირანის ბირთვულ პროგრამაზე - ისე განადგურდა, როგორც არასდროს არავის უნახავს
თარიღი:  1038
ირანის ბირთვული პროგრამა „ისე განადგურდა, როგორც არასდროს არავის უნახავს“, - აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Fox News-თან ინტერვიუში.

„ეს მათი ბირთვული ამბიციების დასასრულს ნიშნავდა, სულ მცირე, გარკვეული პერიოდით“, - განაცხადა ტრამპმა, ირანში სამი ძირითადი ბირთვული ობიექტის დაბომბვიდან ერთი კვირის შემდეგ.

ტრამპმა ფორდოუს მიწისქვეშა ობიექტზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ბომბმა გაიარა ისე, თითქოს კარაქი ყოფილიყო, თითქოს ნამდვილი კარაქი ყოფილიყო“.

მისი განცხადებით, „მთელი ადგილი უბრალოდ განადგურდა“.

აშშ-ის პრეზიდენტი ამტკიცებს, რომ ირანელებს თავდასხმამდე ფორდოუს ობიექტიდან ურანი არ გაუტანიათ.

„ვფიქრობ, თავიდან ეს ძალიან რთული იყო. ეს ძალიან საშიშია. ის ძალიან მძიმეა, ძალიან, ძალიან მძიმე. ეს ძალიან რთული საქმეა“, - დასძინა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ირანს ბირთვული იარაღის შექმნამდე „კვირები აშორებდა“. მისივე თქმით, თეირანი ბირთვული პროგრამის განახლებას არ აპირებს.

„ამჟამად ყველაზე ნაკლებად, რაც სურთ, ბირთვულ იარაღზე იფიქრონ. მათ თავი უნდა დაუბრუნონ თავის მდგომარეობასა და ფორმას“.

ტრამპი ამბობს, რომ ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის კამპანიის შედეგად, მეტი ქვეყანა დაამყარებს მშვიდობას ისრაელთან.

“ყველა ბომბი, რომელიც ირანის მიმართულებით გავუშვით, მიზანს ზუსტად მოხვდა”.
 “ამ სამხედრო ოპერაციამდე ირანელებს ბირთვული იარაღის შესაქმნელად სულ რამდენიმე კვირა აშორებდა.
“გამდიდრებული ურანის სხვაგან გადატანა ირანელებს არც უცდიათ, რადგან არ სჯეროდათ, რომ მათ დავარტყამდით”.
“ ამიერიდან ისინი ბირთვული იარაღის შექმნას აღარ შეეცდებიან”.
“ მალე თეთრ სახლში მივიღებ იმ პილოტებს, რომლებმაც ირანი დაბომბეს”.
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ერევანში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად სომხეთის დედაქალაქ ერევანში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის პრესსპიკერზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.

ნიკიფოროვის განცხადებით, იგეგმება უკრაინის პრეზიდენტის შეხვედრა ნორვეგიის, ფინეთის, გაერთიანებული სამეფოს და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრებთან.

პრეზიდენტის პრესსპიკერის თქმით, სამიტი ორდღიანია და შესაბამისად, ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ღონისძიების მეორე დღესაც გაგრძელდება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის