USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
დონალდ ტრამპი: ირანი „ათასჯერ უფრო ძლიერ" პასუხს მიიღებს აშშ-ზე ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში
Date:  1170

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის მხრიდან ნებისმიერ თავდასხმას უფრო მძლავრი რეაქცია მოჰყვება აშშ-ის მხრიდან.

 

ტრამპის განცხადება მოჰყვა მედიით გავრცელებულ ცნობას, რომლის თანახმად, ირანი შურისძიების მიზნით გეგმავს ამერიკელ დიპლომატზე თავდასხმას გავლენიანი ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობის სანაცვლოდ.

„აშშ 1000-ჯერ უფრო დიდი მასშტაბის თავდასხმას დაუპირისპირებს ირანის მხრიდან ნებისმიერი ფორმით განხორციელებულ თავდასხმას“, - დაწერა 14 სექტემბერს ტვიტერში აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

 

 

3 იანვარს, პრეზიდენტ ტრამპის ბრძანებით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადის აეროპორტთან განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად მოკლეს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სპეცდანიშნულების ძალების, „ყუდსის“ სარდალი, გენერალი ყასემ სოლეიმანი.

ავტორიტეტიანი გენერლის მოკვლის პასუხად, ირანმა 8 იანვარს ბალისტიკური რაკეტები დაუშინა ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზას, რის შედეგადაც დაახლოებით 110-მა ამერიკელმა სამხედრომ მიიღო სხვადასხვა სახის ტრავმა.

დაზვერვის წყაროზე დაყრდნობით გამოცემა „პოლიტიკო“ 13 სექტემბერს იტყობინებოდა, რომ ირანი სავარაუდოდ გეგმავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარ ლანა მარკსზე თავდასხმას.

გასული წლის ოქტომბერში, პრეზიდენტი ტრამპის წარდგინებით, დიპლომატი ლანა მარკსი კონგრესმა დაამტკიცა აშშ-ის ელჩად სამხრეთ აფრიკაში.

უცნობია, შეატყობინეს თუ არა 66 წლის დიპლომატს მასზე თავდასხმის საფრთხის შესახებ.

ამასთან, „პოლიტიკოს“ ხელთ არსებული ცნობებით, ლანა მარკსი ერთ-ერთია იმ ამერიკელთა შორის, რომლებიც სოლეიმანისთვის შურისძიების მიზნით ირანის რეჟიმის სამიზნეს წარმოადგენენ.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way