ილონ მასკი შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს, - ასე უპასუხა თეთრი სახლის ლიდერმა იაპონიის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დროს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას.
დონალდ ტრამპის თქმით, მასკი თაღლითობის, კორუფციისა და რესურსების ფლანგვის მრავალ შემთხვევას პოულობს, რაც კარგად ჩანს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მაგალითით.
„ილონი შესანიშნავ სამუშაოს ასრულებს. თქვენ ამას ხედავთ USAID-ის შემთხვევაში, მაგრამ კიდევ უფრო მეტს ნახავთ სხვა სააგენტოებისა და მთავრობის სხვა სფეროებში. მას ჰყავს ფანტასტიკური გუნდი. მას დიდი ხანია სურდა ამის გაკეთება“, - განაცხადა ტრამპმა.
ამერიკის კონგრესმა USAID შესაძლოა, საერთოდ გააუქმოს - შესაბამისი კანონპროექტი უკვე შემუშავდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.