USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
Tbilisi
დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით ჩავიდა
Date:  2015

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, პირველ ლედისთან, მელანია ტრამპთან ერთად, მეორე სახელმწიფო ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოში ჩავიდა.

„გაერთიანებულ სამეფოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. მათ სურთ ნახონ, შეუძლიათ თუ არა სავაჭრო შეთანხმების ოდნავ დახვეწა. დაინტერესებული ვარ, მათ დავეხმარო“, - განაცხადა ტრამპმა.

მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო განსაკუთრებული ადგილია.

„აქ ბევრი რამაა, რაც გულს მითბობს. მინდა გითხრათ. ეს ძალიან განსაკუთრებული ადგილია“, - აღნიშნა ტრამპმა.

პრეზიდენტი აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, უინფილდ ჰაუსში განთავსდა. დღეს მას უინძორის ციხესიმაგრეში მეფე ჩარლზი და სამეფო ოჯახის წევრების სრული შემადგენლობა უმასპინძლებს, მათ შორის დედოფალი კამილა. ხვალ კი პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან მოლაპარაკებებს გამართავს.

World
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way