USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Тбилиси
დონალდ ტრამპი -თუ პუტინი ომის დამნაშავე იქნება, ხალხი მას ხელში ჩაიგდებს და სიკვდილით დასჯის
дата:  481

დონალდ ტრამპის განცხადებით, შეხვდება უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და უკრაინის ომს 24 საათში მოაგვარებს. ამასთან, კითხვაზე, თვლის თუ არა, რომ ვლადიმერ პუტინი ომის დამნაშავეა, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს საკითხი მოგვიანებით უნდა განიხილონ.

„მინდა, ყველას სიკვდილი შეწყდეს. ისინი იხოცებიან. რუსები და უკრაინელები. მინდა, რომ მათ შეწყვიტონ სიკვდილი და მე ამას 24 საათში გავაკეთებ“.

„თუ თქვენ იტყვით, რომ ის არის ომის დამნაშავე, გაცილებით რთული იქნება შეთანხმების მიღწევა, რათა ომი შეწყდეს. თუ ის ომის დამნაშავე იქნება, ხალხი მას ხელში ჩაიგდებს და სიკვდილით დასჯის - ის უფრო ძლიერად იბრძოლებს, ვიდრე სხვა ვითარებაში“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, პუტინი „ჭკვიანი კაცია“, მაგრამ "უზარმაზარი შეცდომა დაუშვა".

„რა თქმა უნდა, ის ჭკვიანია. მათ უნდათ, რომ თქვათ, რომ ის სულელი ადამიანია. ის სულელი ადამიანი არ არის და ძალიან მოხერხებულია. ჩემი აზრით, პუტინმა ცუდი შეცდომა დაუშვა,“- აღნიშნა ტრამპმა. როდესაც დაზუსტება სთხოვეს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დასძინა: „მისი შეცდომა იყო უკრაინაში შესვლა. ის არასოდეს შევიდოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი".

-

ამონარიდი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის და 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, დონალდ ტრამპის CNN-თან ინტერვიუდან. 

წყარო: https://edition.cnn.com

 

общество
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати