USD 2.6415
EUR 3.0237
RUB 3.4214
Тбилиси
დონალდ ტრამპი კოლინ პაუელს აკრიტიკებს - ის ჯიუტი ადამიანია და კიდევ ერთ ჯიუტს, „მძინარე ჯო“ ბაიდენს უჭერს მხარს
дата:  1161

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ყოფილი სახელმწიფო მდივნის, კოლინ პაუელის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ჯიუტი ადამიანია. 

„კოლინ პაუელი ის ჯიუტი ადამიანია, რომელსაც ეკისრება პასუხისმგებლობა ახლო აღმოსავლეთის დამანგრეველ ომში ქვეყნის ჩათრევაში. მან დღეს განაცხადა, რომ კიდევ ერთ ჯიუტს, „მძინარე ჯო“ ბაიდენს უჭერს მხარს. ეს ის კოლინ პაუელი არ არის, რომელიც აცხადებდა, რომ ერაყში „მასობრივი განადგურების იარაღი“ იყო? ასე არ მოხდა, მაგრამ ჩვენ ჩავერთეთ ომში“ , - წერს ტრამპი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოფილმა უფროსმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი არაეფექტური პრეზიდენტია. მისივე თქმით, ტრამპი გამუდმებით იტყუება და ამის გამო, მისი აზრით, ის ხელმეორედ არ უნდა აირჩიონ პრეზიდენტად. პაუელის მოსაზრებით, პრეზიდენტმა აშშ-ის კონსტიტუციას გადაუხვია.

„მე ვფიქრობ, რომ ის არ არის ეფექტური პრეზიდენტი. ის გამუდმებით იტყუება. მან ტყუილების თქმა ჯერ კიდევ ინაუგურაციის დღიდან დაიწყო, როცა იქ მყოფი ხალხის რაოდენობაზე დაიწყეს კამათი. ხალხი მისი საყვარელი საქმიანობის - ტყუილების შესახებ წიგნებს წერს. ვფიქრობ, რომ ეს ჩვენს ინტერესებში არ არის“, - განუცხადა კოლინ პაუელმა CNN-ს.

 

общество
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს
საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობითა და მხარდაჭერით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ჭაქვინჯის ციხის სრულ რეაბილიტაციას გეგმავს. ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს რეაბილიტაციის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება.
ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ, თამარ ყურაშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კოდუამ მოინახულეს.
სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა ადგილზე დაათვალიერეს ციხის მდგომარეობა, ისაუბრეს მისი ისტორიული მნიშვნელობისა და სრული რეაბილიტაციის შემდეგ, მემკვიდრეობის ძეგლის კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შესახებ, როგორც რეგიონის, ისე ქვეყნის მასშტაბით.
ჭაქვინჯის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის უძრავი ძეგლის სტატუსი 2017 წელს მიენიჭა. ციხის კომპლექსი V-XVII საუკუნეებით დათარიღებული ქართული სათავდაცვო არქიტექტურის ნიმუშია, რომელიც მდებარეობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მისი ისტორია მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული შუა საუკუნეების სამეგრელოს (ოდიშის) ისტორიასთან.
ძეგლზე სხვადასხვა პერიოდის ადრე, განვითარებული და შუა საუკუნეების სამშენებლო ფენებია გამოვლენილი. ნაგებობებს აქვთ თავისი ეპოქისთვის დამახასიათებელი სტილისტური და გეგმარებით-კონსტურქციული ელემენტები და მნიშვნელოვანი ისტორიული მახასიათებლები.
პროექტის მხარდამჭერია ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, მოეწყობა ჭაქვინჯის ციხის მიმდებარე ტერიტორია და საგზაო ინფრასტრუქტურა.
более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати