USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
დონალდ ტრამპი COVID-19-ის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს
дата:  655

დონალდ ტრამპი კორონავირუსის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს და მას შეუძლია, იზოლაცია დაასრულოს. აშშ-ის პრეზიდენტის ექიმმა, შონ კონლიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპს შეუძლია საჯარო საქმიანობას უსაფრთხოდ დაუბრუნდეს.

„დღეს დილით ჩატარებული PCR ტესტი აჩვენებს, რომ ამჟამად აღიარებული სტანდარტებით, პრეზიდენტი კორონავირუსის გავრცელების რისკს აღარ წარმოადგენს , - წერია კონელის განცხადებაში.

BBC წერს, რომ განცხადებაში არაფერი წერია იმაზე, არის თუ არა პრეზიდენტის პასუხი კორონავირუსზე ნეგატიური.

მანამდე დონალდ ტრამპმა მხარდამჭერებს თეთრი სახლის აივნიდან მიმართა.

6 ოქტომბერს საავადმყოფოში 3-დღიანი მკურნალობის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თეთრ სახლში დაბრუნდა.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати